1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სარიტუალო მომსახურება 250 ლარის ოდენობით.
2.
ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ბ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
გ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
დ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ავღანეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება.
3.
წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა)
დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის წერილობითი განცხადება;
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)
გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ)
ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში, ვეტერანის მოწმობის ასლი;
ე)
დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში, დევნილობის მოწმობის ასლი;
ვ)
განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი გარდაცვლილთან (შვილის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი, მეუღლის შემთხვევაში – ქორწინების მოწმობის ასლი);
ზ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
4.
ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 31.08.2015
მუხლი 6. იძულებით გადაადგილებულ პირთა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ, მიმდინარე საანგარიშო წელს გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
მთავარი მონაცემები
- თანხა 250 ლარის
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 9. იძულებით გადაადგილებულ პირთა ,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
- მუხლი 15. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვასთან დაკავშირებული სარიტუალო მომსახურება
- მუხლი 10. იძულებით გადაადგილებულ პირთა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
- მუხლი 22. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება
- მუხლი 14. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურებისა და ამავე კატეგორიის ოჯახის წევრისთვის ფინანსური დახმარება
- მუხლი 8. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
- მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსება ერთჯერადად
- მუხლი 2. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული და სადაზღვევო კომპანიების მიერ დაფინანსებული გეგმური და ურგენტული ოპერაციების თანადაფინანსება ერთჯერადად
- მუხლი 3. სამედიცინო მკურნალობის და ოპერაციის დაფინანსება ერთჯერადად, რომელიც არაა გათვალისწინებული მუხლი 2-ით
- მუხლი 4. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება
- მუხლი 5. ა(ა)იპ – სამუსიკო, სამხატვრო და სასპორტო სკოლების მოსწავლეთა სწავლის გადასახადის დაფინანსება
- მუხლი 7. მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკაროთათვის სოციალური დახმარების გაწევა
- მუხლი 8. მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მეწყერის შედეგად დაზარალებული უსახლკაროთათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა
- მუხლი 9. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ავღანეთის ომში მებრძოლთა (მონაწილე ვეტერანთა) დახმარება
- მუხლი 10. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდი სამამულო ომის ვეტერანთა დახმარება
- მუხლი 11. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ავღანეთის ომში დაღუპულ პირთა ოჯახების სოციალური დახმარება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №11, 19.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016196 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2736998/muxli-6/