1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სარიტუალო მომსახურება 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: გარდაცვლილის ოჯახის წევრი ან სხვა უფლებამოსილი პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობა/ასლი;

დ) ვეტერანის მოწმობა/ასლი (ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში);

ე) დევნილის მოწმობა/ასლი (დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში);

ვ) განმცხადებლისა და გარდაცვლილის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

4. აღნიშნული ფულადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ დევნილი ან ვეტერანი გარდაცვლილია 2025 წლის ნოემბრის ან დეკემბრის თვეში და სარიტუალო მომსახურების თანხა ოჯახს ჯერ არ მიუღი