1. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსების მიღება შეუძლიათ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ:
ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლების ვეტერანებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირის სტატუსი;
ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ბრძოლების ვეტერანებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირის სტატუსი;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს დაუფინანსდებათ მედიკამენტოზური მკურნალობა 100%-ით, წლის განმავლობაში, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
3. მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ვეტერანის მოწმობის ასლი;
ე) შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი, არსებობის შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი;
ზ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა / საგარანტიო წერილი დაფინანსების თაობაზე (არსებობის შემთხვევაში);
4. ანგარიშსწორება განხორციელდეს ფარმაცევტული დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამავე დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზ