1. 2026 წელს დაბადებული, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/დროებით რეგისტრაციის მქონე ყოველი ახალშობილისთვის, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება, თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია/დროებით რეგისტრაციის მქონეა ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაიცემა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი ახალშობილისთვის – 300 (სამასი) ლარი;

ბ) მეორე ახალშობილისთვის – 350 (სამასორმოცდაათი) ლარი;

გ) მესამე ახალშობილისთვის – 400 (ოთხასი) ლარი;

დ) მეოთხე ახალშობილისთვის – 450 (ოთხასორმოცდაათი) ლარი;

ე) მეხუთე და ყოველი შემდგომი ახალშობილისთვის, წინა ახალშობილისთვის დახმარებით გათვალისწინებულ თანხის ოდენობას დაემატოს 200 (ორასი) ლარი.

3. ტყუპების დაბადების შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება ოჯახზე გაიცემა, ერთჯერადად, შემდეგი ოდენობით:

ა) თუ ტყუპები პირველი და მეორე შვილები არიან – 700 (შვიდასი) ლარი;

ბ) თუ ტყუპები მეორე და მესამე შვილები არიან – 800 (რვაასი) ლარი;

გ) თუ ტყუპები მესამე და მეოთხე, ან მომდევნო შვილები არიან – 900 (ცხრაასი) ლარი;

დ) სამი და მეტი ტყუპის შეძენის შემთხვევაში – 1600 (ერთიათასექვსასი) ლარი;

4. თუ ოჯახს დახმარების მიღების უფლება წარმოეშობა ამ მუხლით გათვალისწინებული ერთზე მეტი საფუძვლით, დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით – მაქსიმალური თანხის უპირატესობის პრინციპით.

5. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ერთ-ერთი მშობლის წერილობითი განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ახალშობილის  რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (მეორე, მესამე, მეოთხე და ყოველი შემდგომი ახალშობილის დაბადების შემთხვევაში);

ვ) მშობლების რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

6. თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

7. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ ოჯახის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილები.

8. ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღება შეუძლიათ იმ მშობლებსაც, რომელთაც შვილები შეეძინათ 2025 წლის ნოემბრის ან დეკემბრის თვეში, მაგრამ არ მოუმართავთ აღნიშნული ფულადი სოციალური დახმარების მისაღებად ან არ მიუღია