1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ პირველი შვილი მიიღებენ დაფინანსებას ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ მე-2 შვილი მიიღებენ დაფინანსებას ერთჯერად 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
3. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ მე-3 შვილი მიიღებენ დაფინანსებას ერთჯერადად 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
4. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ მე-4 და მეტი შვილი მიიღებენ დაფინანსებას ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
5. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ ტყუპები დაფინანსებას მიიღებენ თითოეულ შვილზე: პირველი და მეორე შვილის შეძენის შემთხვევაში 300-300 ლარს, მეორე და მესამე – 400-400 ლარი, ხოლო მესამე და მეოთხე შვილის და მეტის შემთხვევაში 500-500 ლარს.
6. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირების მიერ ახლადშექმნილი ოჯახების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის ფარგლებში, ახალდაქორწინებული წყვილი, რომელთაგან ერთ–ერთი მაინც ქორწინების რეგისტრაციისათვის ირიცხებოდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატებოდა 120000-ს და შეეძინათ პირველი შვილი მიიღებენ ერთჯერადად 500 (ხუთას) ლარს.
7. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) ქორწინების მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ვ) საჭიროების შემთხვევაში ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან.
8. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის მიერ ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
9. ახალშობილთა ერთჯერადი დახმარება გაიცემა, თუ ახალშობილი დაიბადა 2024 წლის 1 სექტემბრის შემდეგ და 2024 წელს დახმარება არ აქვს აღებული