1. მოქალაქეები, რომლებიც დაავადებული არიან გულსისხლძარღვთა დაავადებით, ონკოლოგიური დაავადებით, გინეკოლოგიური დაავადებით და ასევე სხვა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებით და საჭიროებენ გადაუდებელ ოპერაციას, ქიმიოთერაპიას, კოქსართროზი, გონართროზი, ანევრიზმა, თრომბოფლებიტი და ასევე სხვა დაავადებების ქირურგიული და კონსერვატიული მკურნალობას, სამკურნალო სარეაბილიტაციო პროცედურებს, ქცევითი თერაპიებსა და სხვა, მიიღებენ შემდეგი სახის დახმარებას:

ა) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს, შშმპ და ომის ვეტერანები, ონკოლოგიური პაციენტები, 1.00-დან-500 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 100 %, 500-1000 ლარის ჩათვლით 500 ლარით, 1000 ლარის ზემოთ  600 ლარით;

ბ) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 100000-დან 200000-ის ჩათვლით 1.00 -დან 1000 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 90 %, მაგრამ არაუმეტეს  500 ლარით, 1000 ლარის ზემოთ  600 ლარით;

გ) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 200000-ის ზევით ან არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში  100-დან 1000 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 80  %, არაუმეტეს 500  ლარის, 1000 ლარის ზემოთ – 600 ლარით.

2. მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევებს, დიაგნოსტიკას, კომპიუტერულ კვლევას, მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას, PET (პოზიტრონულ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია) კვლევას, მიიღებენ შემდეგი სახის დახმარებას:

ა) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს, შშმპ და ომის ვეტერანები, ონკოლოგიური პაციენტები 1.00 -დან -800 ლარის ჩათვლით მაქსიმუმ 300 ლარით, 800 ლარის ზემოთ – 400 ლარით;

ბ) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 100000-დან 200000-ის ჩათვლით 1.00 -დან 800 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 90 %, მაქსიმუმ 300 ლარით, 800 ლარის ზემოთ – 400 ლარით;

გ) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულაა 200000-ის ზევით ან არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში  100-დან 800 ლარის ჩათვლით დაფინანსდება 80 %,  მაქსიმუმ 300 ლარით, 800 ლარის ზემოთ – 400 ლარით;

დ) PET (პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია) – კვლევა დაფინანსდება 600 ლარით.

3. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, მეუღლე);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფ N100);

ე) ანგარიშ ფაქტურა, კალკულაცია და ფორმა 100 სამედიცინო დაწესებულებიდან;

ვ) სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზ