1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 300 ლარიან სოციალურ დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახები და ომის მონაწილეები:
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შშმ პირები;
ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 200 ლარიან სოციალურ დახმარებას მიიღებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები, მარჩენალ დაკარგულები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებული, სხვა ომის მონაწილეები, რომლებიც წარმოადგენენ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 200000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.
3. მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ)პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ომის ვეტერანის და შშმპ სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერ