1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 200(ორასი)ლარიან  სოციალური დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახები და ომის მონაწილეები.

ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდი;

ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები;

გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.

2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;

ე) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომელიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობლები და შვილები) ურთიერთობას;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. სოციალურ დახმარებას მიიღებს საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის ის წევრი, რომელიც განცხადებით პირველი მიმართავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობ