1. ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე) დახმარება, ამ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში, მოხდება:

ა) ოპერაციული მკურნალობის,სტაციონარული,ამბულატორიული მომსახურეობის, მათ შორის კვლევების,   სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს  ერთჯერადად 50%-ის თანადაფინანსებით არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

ბ) საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსის დაფინანსება თითო ბავშვზე „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი გორის მუნიციპალიტეტის საცურაო აუზზე“ სულ 12 პროცედურა.

გ) ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების  სოციალური დახმარება ერთჯერადად 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:

ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;

ე) დაბადების მოწმობა;

ვ)განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტის ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი სოციალური დახმარების გაცემის კომისიის დასკვნის და სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გასცემს დაპირებას, რომელიც საფუძველია საცურაო აუზისათვის გაწიოს შესაბამისი მომსახურება. საცურაო აუზი განცხადებითა და მომსახურების გაწევის ამსახველი დოკუმენტაციით (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და ა.შ) მიმართავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს კუთვნილი თანხების ჩასარიცხად.

6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზ