1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი.
2. ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
4. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს), ამ მუხლში აღნიშნულ დაავადების მკურნალობის ფარგლებში, დახმარება გაეწევა ერთჯერადად:
ა) ონკოლოგიური ავადმყოფების, სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, კვლევის თანადაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი ღირებულების არაუმეტეს 300 ლარისა.
ბ)ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო სტაციონალური მომსახურების თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს არსებული სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო ტარიფის 10%-ით (რაც შეადგენს დარჩენილი თანადაფინანსების თანხის 50%). დაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 500(ხუთასი)ლარის ოდენობით