1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი.
2. ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
4. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს), ამ მუხლში აღნიშნულ დაავადების მკურნალობის ფარგლებში, დახმარება გაეწევა ერთჯერადად:
ა) ონკოლოგიური ავადმყოფების, სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, კვლევის თანადაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი ღირებულების არაუმეტეს 300 ლარისა;
ბ) ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო სტაციონალური მომსახურების თანადაფინანსება მერიის მხრიდან განისაზღვროს არსებული სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო ტარიფის 10%-ით (რაც შეადგენს დარჩენილი თანადაფინანსების თანხის 50%). დაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 500 (ხუთასი)ლარის ოდენობით