1. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ სტუდენტებს, რომლებიც არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით და არა აქვთ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი:
ა) დედ-მამით ობოლი;
ბ) მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი, 18 წლის ჩათვლით) ოჯახებიდან;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული 0-დან 57000- ჩათ. სარეიტინგო ქულა.
2. სტუდენტებმა მერიაში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე.
4. ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით გაეწევათ ოლიმპიური სახეობების საქართველოს ნაკრების მოქმედ სპორტსმენებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 57000- ჩათ. სიციალური სარეიტინგო ქულა.
5. სპორტსმენებმა მერიაში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ცნობა შესაბამისი ფედერაციიდან ეროვნული ნაკრების წევრობის შესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.
6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ