1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია და მათზე გაიცემა შემდეგი სამედიცინო დახმარება ერთჯერადად:

ა) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით და გააჩნიათ 0-დან 70000-ჩათ. სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით

ბ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ  70000-დან 100000-ჩათ. სარეიტინგო ქულა სამედიცინო დახმარების თანადათინანსება ,,მერიის’’ მხრიდან განისაზღვროს  არსებული სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო ტარიფის მიხედვით წარმოდგენილი  თანხის  50% -ით, მაგრამ არაუმეტეს 500(ხუთასი) ლარისა;

გ) სოციალურად დაუცველი მოქალაქეების , რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100000-ჩათვლით სოციალურ სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულა, ვერ სარგებლობენ ჯანდაცვის ვერცერთი  პროგრამით, თანადაფინანსება  მერიის  მხრიდან განისაზღვროს  ბენეფიციარის მხრიდან წარმოდგენილი თანხის 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მერიაში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება  მერის  სახელზე;

ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მერიის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.

4. დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ორი კვირის ვადაშ