1. II-III ხარისხის  სკოლიოზით დაავადებული ბავშვების დახმარება (0-დან 18 წლამდე), რომელთაც გააჩნიათ 0-დან 70 000-ჩათვლით სარეიტინგო ქულა,  ამ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში, მოხდება ერთჯერადად, 50%-ის თანადაფინანსებით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა, სამკურნალო მასაჟი (12 პროცედურა).

2. დაფინანსებას მიიღებენ საცურაო აუზზე II-III ხარისხის  სქოლიოზით  დაავადებული ბავშვები 18 წლამდე, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 70 000-ჩათ. სარეიტინგო ქულა. თითო ბავშვს დაუფინანსდება ერთთვიანი საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი  ააიპ - გორის საცურაო აუზზე თვეში 12 პროცედურა (კვირაში 3 დღე).

3. მერიაში  წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:

ა)  განცხადება მერის  სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა II-III ხარისხის  სკოლიოზით    დაავადების შესახებ  (ფორმა №100), გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი თვის მანძილზე ორთოპედ/ტრავმატოლოგის მიერ;

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;

ე) დაბადების მოწმობა  ან/და დევნილის მოწმობის ასლი;

ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში  მოქცეული  ტერიტორია.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი  სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გასცემს დაპირებას, რომელიც საფუძველია ააიპ - გორის საცურაო აუზისათვის გაწიოს შესაბამისი მომსახურება. მერიის შექმნილი ააიპ  -  საცურაო აუზი განცხადებითა და მომსახურების გაწევის ამსახველი დოკუმენტაციით (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და ა.შ) მიმართავს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს კუთვნილი თანხების ჩასარიცხად.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზ