1. II-III ხარისხის სქოლიოზით დაავადებული 0-დან 70 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე (0-დან 18 წლის ჩათვლით) ბავშვების დახმარება ამ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში, განისაზღვროს არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარით.
2. დაფინანსებას მიიღებენ საცურაო აუზზე II-III ხარისხის სქოლიოზით დაავადებული (0-დან 18 წლის ჩათვლით) ბავშვები, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა. თითო ბავშვს დაუფინანსდება ერთთვიანი საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი გორის მუნიციპალიტეტის საცურაო აუზზე“ თვეში 12 პროცედურა (კვირაში 3 დღე).
3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა II-III ხარისხის სქოლიოზით დაავადების შესახებ (ფორმა №100), გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი თვის მანძილზე ორთოპედ/ტრავმატოლოგის მიერ;
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;
ე) დაბადების მოწმობა ან/და დევნილის მოწმობის ასლი;
ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
4. დახმარების მისაღებად გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გასცემს დაპირებას, რომელიც საფუძველია საცურაო აუზისათვის გაწიოს შესაბამისი მომსახურება. საცურაო აუზი განცხადებითა და მომსახურების გაწევის ამსახველი დოკუმენტაციით (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და ა.შ) მიმართავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურს კუთვნილი თანხების ჩასარიცხად.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზ