1. ცერებრალური დამბლითა და სქოლიოზით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე) დახმარება, ამ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში, მოხდება ერთჯერადად 50%-ის თანადაფინანსებით არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
2. სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალო გამაჯანსაღებელი კურსის დაფინანსება საცურაო აუზზე თითო ბავშვზე არა უმეტეს 120 (ასოცი) ლარისა.
3. დაფინანსებას მიიღებს სქოლიოზით დაავადებული ბავშვები 18 წლამდე. თითო ბავშვს დაუფინანსდება სამთვიანი საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი გორის საცურაო აუზზე, თვეში 12 პროცედურა (კვირაში 3 დღე).
4. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;
ე) ცნობა ექიმისგან სქოლიოზით დაავადების შესახებ (ცნობა გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი წლის მანძილზე);
ვ) დაბადების მოწმობა;
ზ) დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) აუცილებლად უნდა ჰქონდეს გავლილი სქოლიოზისთვის საჭირო შესაბამისი სამკურნალო მასაჟის კურსი.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე
გორის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 09.09.2011
მუხლი 5. ცერებრალური დამბლითა და სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება
თავი I — სოციალურის დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 50%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 5. სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება
- მუხლი 5. სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება
- მუხლი 5. სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება
- მუხლი 6. ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება
- მუხლი 5. სკოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება
- მუხლი 6. ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების სამკურნალო სარეაბილიტაციო დახმარება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება
- მუხლი 2. ონკოლოგიურად ონკოინკურაბილური (განუკურნებელი) მეოთხე კლინიკური ჯგუფის ავადმყოფების სამედიცინო დახმარება
- მუხლი 3. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
- მუხლი 4. უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
- მუხლი 6. სპორტსმენებისა და სტუდენტების დახმარება
- მუხლი 7. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება
- მუხლი 8. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
- მუხლი 9. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება
- მუხლი 10. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახისადმი დახმარება
- მუხლი 11. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება
- მუხლი 12. ენდოკრინოლოგიური დაავადებებით დაავადებულ ბავშვთა დახმარება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №19, 08.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.148.016052 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1282704/muxli-5/