1. უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს:
ა) დედ-მამით ობოლი, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში;
ბ) მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (5 და მეტი შვილი) ოჯახებიდან და სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში, სარეიტინგო ქულა 0-დან 70 000 მდე.
2. სტუდენტებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი/პროფესიული სასწავლებლიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი.
3. ყოველთვიური ფულადი დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გაეწევათ 25 წლამდე სოციალურ დაუცველს სარეიტინგო ქულით 0-დან 200 000 მდე სპორტსმენებს, რომლებიც არიან ეროვნული ნაკრების კანდიდატები ან წევრები.
4. სპორტსმენებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი;
გ) ცნობა შესაბამისი ფედერაციიდან ეროვნული ნაკრების კანდიდატობაზე ან წევრობაზე.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე