1. დაფინანსდეს გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-5 და მე-9 კლასების მოსწავლეთა ვიზუალური გამოკვლევა მათი სწავლების ადგილზე ენდოკრინოლოგიური (ჩიყვის) დაავადების გამოსავლენად;
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ იმ სოციალურად დაუცველ მოსწავლეთა, სარეიტინგო ქულით 70 000-დან 150 000 მდე, რომელთა ვიზუალურმა კვლევამაც დადებითი შედეგი აჩვენა, სამედიცინო გამოკვლევა ენდოკრინოლოგიური (ჩიყვის) დაავადების გამოსავლენად, მთლიანი ღირებულების გადახდა მოხდება ერთჯერადად გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოვლენილ სამედიცინო დაწესებულებაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის(პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოვლენილი შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე