1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სოციალური დახმარება შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახებისათვის:
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდი;
ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შემდეგ გარდაცვლილთა ოჯახები;
გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“„ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კატეგორიები დახმარებას მიიღებენ ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით;
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორია დახმარებას მიიღებს ფაშიზმზე გამრჯვების დღის 9 მაისისათვის ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით.
4. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დიდი სამამულო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი ;
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
ვ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
ზ) დოკუმენტი (დოკუმენტები) რომელიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობლები და შვილები) ურთიერთობას;
6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე