1. თანადაფინანსებას მიიღებს ყველა დევნილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვი (შესაბამისი საბუთების წამოდგენის შემთხვევაში) რომელიც დადის გორის მუნიციპალურ საბავშვო ბაღში.
2. მშობლების შენატანის თანადაფინანსების განსახორციელებლად საბავშვო ბაღებმა დევნილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სია და შესაბამისი გადახდის დამადასტურებელი ქვითრები უნდა წარმოადგინონ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოხსენებით ბარათთან ერთად.
3. სიას დევნილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების შესახებ თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ბავშვის დევნილობის მოწმობა;
ბ) მშობლის დევნილობის მოწმობა;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობა;
დ) ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ.
3.  თანადაფინანსება განისაზღვრება დევნილი ბავშვების სიის დაზუსტების შემდეგ, ქალაქის ბაგა-ბაღებში თვეში 15 ლარით, ხოლო სოფლებში თვეში 10 ლარით თითოეულ ბავშვზე