1. კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.
2. კომისის თავმჯდომარე ხელმძღვამელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს.
3. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე და კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება კომისიის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში კომისიის მდივანი უფლებამოსილია კომისიის სხდომის მდივნობა დააკისროს კომისიის რომელიმე წევრს.
4. კომისია მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ.
5. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
6. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე
გორის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 09.09.2011
მუხლი 18. კომისიის მიერ განცხადებების განხილვა
თავი II — სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. ენდოკრინოლოგიური დაავადებებით დაავადებულ ბავშვთა დახმარება
- მუხლი 13. ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება
- მუხლი 14. მუნიციპალურ საბავშვო ბაგა-ბაღებში დევნილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მომსახურების საფასურის თანადაფინანსება
- მუხლი 15. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
- მუხლი 16. ასი და მეტი წლის ასაკის უხუცეს დღეგრძელთა დახმარება
- მუხლი 17. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
- მუხლი 19. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 20. კომისიის ოქმები და დასკვნები
- მუხლი 21. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
- მუხლი 22. სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გორის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 18, №19, 08.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.148.016052 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1282704/muxli-18/