1.
ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება ენდოკრინოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0 – 100 000 ქულის  ფარგლებშია.
2.
დახმარება გაიცემა ერთჯერადად, სამედიცინო მომსახურების ღირებულების 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
3.
მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა)
მაძიებლის/წარმომადგენლის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან   გამგებლის სახელზე;
ბ)
მაძიებლის პირადობის (ან დაბადების) მოწმობის ასლი;
გ)
ცნობა  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
დ)
სამედიცინო დაწესებულების ანგარიშფაქტურა კალკულაციით – პაციენტის გამოკვლევის და/ან მკურნალობის ღირებულების, აგრეთვე, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების შესახებ, რომელზეც განხორციელდება გადარიცხვა