1.
ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებზე და ითვალისწინებს ფენილკეტონურიით დაავადებულთათვის აუცილებელი ცილაგამოცლილი კვების პროდუქტების (ფქვილი, ბრინჯი, მაკარონი და ა.შ.) ღირებულების თანადაფინანსებას- არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით.
2.
მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა)
მაძიებლის/წარმომადგენლის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ)
მაძიებლის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი;
გ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა);
დ)
რესპუბლიკური (ცენტრალური) საავადმყოფოს გენეტიკური ცენტრის დანიშნულება-რეკომენდაცია საჭირო ცილაგამოცლილი კვების პროდუქტების ასორტიმენტის შესახებ.
ე)
სპეციალიზებული მიმწოდებელი ორგანიზაციის ცნობა – დანიშნული ცილაგამოცლილი კვების პროდუქტების ღირებულებისა და ამ ორგანიზაციის საბანკო რეკვიზიტების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 19.11.2013
მუხლი 9. ფენილკეტონურიით დაავადებული პირების დახმარება
მთავარი მონაცემები
- თანხა 500 ლარის
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. ქრონიკული დაავადებების მქონე ავადმყოფების უფასო მედიკამენტებით
- მუხლი 4. ცერებრალური დამბლითა და სკოლიოზით დაავადებული პირების სოციალური დახმარება
- მუხლი 5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება
- მუხლი 6. დედ-მამით ობოლი ბავშვების/მოზარდების დახმარება
- მუხლი 7. ენდოკრინოლოგიური დაავადებებით დაავადებულ ბავშვთა დახმარება
- მუხლი 8. რევმატიული ავადმყოფების სოციალური დახმარება
- მუხლი 10. ზოგიერთი კატეგორიის მოსახლეობის სოციალური დახმარება
- მუხლი 11. ხელმოკლე სტუდენტების დახმარება
- მუხლი 12. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
- მუხლი 13. ომის ვეტერანთა და მათი ოჯახების სოციალური დახმარება
- მუხლი 14. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 9, №53, 28.12.2012, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.143.016135 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1812268/muxli-9/