1. ფენილკეტონურიითა და ჰიპერფენილალანემიით დაავადებული ბავშვების დახმარება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, წელიწადში არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა თითოეულ დაავადებულზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) ანგარიშ-ფაქტურა.
3. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგებლის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზ