1. ერთჯერად მატერიალურ (ფულად) დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები:
ა) სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების ოდენობა განისაზღვრება 100 (ასი) ლარის ოდენობით;
ბ) სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65000-დან 150 000-მდე და სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2017-2018 წწ. პერიოდში, ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.
2. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან;
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
ე) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება - ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზ