1. 2017-2018 წლებში სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარელებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის და მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. დაზარალებულ ოჯახებს 500 (ხუთასი) ლარამდე  ზარალი აუნაზღაურდებათ სრულად. ხოლო 500 (ხუთასი) ლარის ზემოთ,   მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან.

ე) ცნობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან;

ვ) აუდიტის დასკვნა ზარალის ოდენობის შესახებ;

ზ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება - ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.

3. ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს აუდიტის დასკვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა აღემატება 500 ლარს.

4. იმ შემთხვევაში, თუ სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, ზარალის ანაზღაურება, ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შესაძლებელია

მოხდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ფულადი დახმარების გაცემის შემთხვევაში ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას მიზნობრივად გახარჯოს მუნიციპალიტეტისგან მიღებული ფულადი დახმარება, რის შესახებაც ბენეფიციარს, მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს შორის ფორმდება წერილობითი ხელშეკრულებ