1. ლოგოპედის მომსახურების საფასური 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან აუნაზღაურდებათ შემდეგი კატეგორიის 18 წლამდე არასწრულწლოვნებს:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს;
ბ) ობოლ არასრულწლოვნებს;
გ) დაუნის სინდრომით, აუტიზმით, ცერებრალური დამბლით დაავადებულ და სმენადაქვეითებულ (მეოთხე ხარისხის სმენაჩლუნგობა) ბავშვებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების ან/და პირადობის მოწმობის ასლი;
დ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება – ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის;
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ვ) მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ზ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;
თ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური პაკეტის ოდენობის შესახებ (სოციალური მომსახურების სააგენტოდან);
ი) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100-IV);
კ) ანგარიშფაქტურა (ინვოისი) შესაბამისი დაწესებულებიდან.
3. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზ