1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი სოციალური დახმარება გაეწევათ შემდეგი კატეგორიის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს:

ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს (კოდი 100,111,112,113);

ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს (კოდი 200);

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს (კოდი 300, 500,501, 600, 601, 602, 800).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორია ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებს 9 მაისისათვის – 100 (ასი) ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორია (კოდი 500, 501, 600) ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ 27 სექტემბრისათვის – 500(ხუთასი) ლარის ოდენობით (ოჯახის შემადგენლობიდან მხოლოდ ერთი წევრი).

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორია (კოდი 601, 602) ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ 8 აგვისტოსათვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები.

6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს გაეწევათ შემდეგი სახის სამედიცინო დახმარება:

ა) სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობისათვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, 300 (სამასი) ლარიდან ზემოთ – წარმოდგენილი თანხობრივი ოდენობის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 (სამასი) ლარისა და არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

ბ) სამედიცინო კვლევებისათვის – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

8. ამ მუხლის მეექვსე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV- 100/ა);

ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.

9. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

10. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის   სამსახურის დასკვნის საფუძველზ