1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი ბენეფიციარების დაკრძალვის სარიტუალო მომსახურების ხარჯი:

ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების (კოდი 100, 111, 112, 113);

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანების (კოდი 300, 312, 313, 800);

გ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანების (კოდი 200);

დ) იძულებით გადაადგილებული პირების;

ე) მემკვიდრის გარეშე დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;

ე) გარდაცვლილის შესაბამისი სტატუსის (ვეტერანი) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ვ) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის საბანკო ანგარიში.

3. დახმარება გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

4. დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

5. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზ