1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ შემდეგ ბენეფიციარებს:
ა) მხედველობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს – 100 (ასი) ლარის ოდენობით;
ბ) ოჯახში რეინტეგრირებულ თითოეულ ბავშვს – 100 (ასი) ლარის ოდენობით;
გ) 18-წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას, არ ჰყავთ მეურვე/მზრუნველი და საჭიროებენ მომვლელის დახმარებას – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
ე) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეებს – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ვ) ყრუ-მუნჯებს – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებსა და შშმ ბავშვებს სტაციონარში მოთავსების შემთხვევაში დახმარება გაეწევათ ერთჯერადად:
ა) სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებისათვის – 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ – წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 70%-ის ოდენობით, მაგრამ არანაlმებ 300 (სამასი) ლარისა და არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;
ბ) სამედიცინო კვლევებისათვის – არაუმეტეს 500 ლარისა.
3. 18-წლამდე შშმ ბავშვებს, ფიზიოთერაპიისა და სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევათ 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ – წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლისა და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური პაკეტის ოდენობის შესახებ ( სოციალური მომსახურების სააგენტოდან);
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ვ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
6. ამ მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით გათვალისწინებული დახმარებები გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზ