1. ლეიშმანიოზისა და ლეიშმანიოზის თანმხლები სხვა ინფექციური დაავადებების მქონე ბენეფიციარს სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობისა და სამედიცინო გამოკვლევებისათვის კალენდარული წლის განმავლობაში დახმარება გაეწვა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV- 100/ა);

დ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის   დასკვნის საფუძველზ