1. ყოველთვიური მედიკამენტური მკურნალობით უზრუნველყოფა გაეწევათ შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარებს:
ა) ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეებს;
ბ) ბრონქიალური ასთმით და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციით დაავადებულ მოქალაქეებს;
გ) ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოქალაქეებს;
დ) პარკინსონით დაავადებულ მოქალაქეებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV – 100/ა).
3. დახმარების ოდენობა თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვროს წელიწადში არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ შესაბამისად განხორციელებული შესყიდვის მიხედვი