1. სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დაფინანსდებიან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს (მათ შორის მოქალაქეები, რომელთაც 65 000-დან 150 000-მდე სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2017-2018 წწ.პერიოდში).
2. ბენეფიციარს დახმარება გაეწევა ერთჯერადად:
ა) სტაციონარული მკურნალობისათვის – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, 300 (სამასი) ლარიდან ზემოთ – წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 70%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 (სამასი) ლარისა და არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;
ბ) სამედიცინო კვლევებისათვის – არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
3. მედიკამენტური მკურნალობისათვის ერთჯერადად დახმარება, არაუმეტეს 200 ლარისა, გაეწევათ შემდეგი დაავადებების მქონე სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს (მათ შორის მოქალაქეები, რომელთაც 65000-დან 150000-მდე სარეიტინგო ქულა მიენიჭათ 2017-2018წწ. პერიოდში):
ა) შაქრიანი დიაბეტის და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ბენეფიციარებს;
ბ) გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ბენეფიციარებს;
გ) პოსტოპერაციული მკურნალობის საჭიროების მქონე ბენეფიციარებს;
დ) ქრონიკული და მწვავე ანთებითი პროცესებით მიმდინარე დაავადებების მქონე ბენეფიციარებს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV -100/ა);
ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;
ვ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება - ანკეტის (ფორმა №1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზ