1.
სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დაფინანსდებიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მაცხოვრებელი  სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150000-ს.
2.
მოქალაქეებს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად:
ა)
სტაციონალური (ოპერაცია, მკურნალობა), სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის და დიაგნოსტიკური კვლევებისათვის 1001-ლარამდე   არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით;
ბ)
1001-ლარიდან 2001-ლარამდე –  არაუმეტეს 500-ლარის  ოდენობით;
გ)
2001-ლარიდან ზემოთ   არაუმეტეს 700-ლარის  ოდენობით;
დ)
მედიკამენტოზური მკურნალობისათვის არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით.
3.
ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ:
ა)
განცხადება მერის სახელზე;
ბ)
განმცხადებლის (პაციენტი) პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო  პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ)
ამონაწერი სოციალურად  დაუცველი ოჯახების  მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
დ)
ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ე)
ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი და კალკულაცია სამედიცინო დაწესებულებიდან.
4.
ამ მუხლის მეორე  პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით სარგებლობის შემთხვევაში, ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
5.
ამ მუხლის მე-2 პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში, მოსარგებლეს დახმარება დაერიცხება ან ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე, ან შესაბამის სამედიცინო დაწესებულების (აფთიაქი) ანგარიშზე.
6.
დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადება) წარდგენა მერიაში ბენეფიციარის მიერ სასურველია მოხდეს სტაციონარში ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურებამდე ან უკიდურეს შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ორი კვირის ვადაში; ხოლო მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისათვის  – სამედიცინო პრეპარატების შესყიდვამდე