1.
ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვებით მომსახურება გაეწევა სიღნაღის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მაცხოვრებელ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში.
2.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის კომისიის (შემოდგომში „კომისია“) მიერ ინდივიდუალურად განიხილება თითოეული პირის განცხადება და კომისიის მიერ ხდება გადაწყვეტილების მიღება  უფასო კვების სასადილოში პირის ჩარიცხვის შესახებ.
3.
ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების მომსახურებით დაინტერესებულმა პირმა (ბენეფიციარმა) სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა)
განცხადება  მერის სახელზე;
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო  პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში, ასევე სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლი ან/და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;
გ)
შესაბამის ადმინისტრაციულ  ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
4.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის  ჯანმრთელობის  დაცვისა  და  სოციალური  მომსახურების   სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებას, თანდართულ დოკუმენტაციას და სრულყოფილ მასალებს დასკვნასთან ერთად გადასცემს კომისიას განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად.
5.
კომისია მიღებულ გადაწყვეტილებას  აფორმებს კომისიის სხდომის ოქმით, სადაც ჩაიწერება იმ  პირთა მონაცემები, რომლებიც კომისიის გადაწყვეტილებით ექვემდებარებიან უფასო კვებას.
6.
უფასო ერთჯერადი კვება ხორციელდება მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოში ყოველდღიურად კვირა დღისა და სადღესასწაულო დღეების გარდა. კვირა დღისა და სადღესასწაულო დღეების მენიუთი გათვალისწინებული საკვები ბენეფიციარებზე გაიცემა წინა დღეს