1. სოციალური სერვისი – „უფასო სასადილო“ არის ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ტყიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ფაქტობრივად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ხანდაზმულების, შშმ პირების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა, რომელიც აუცილებლობას წარმოადგენს მათი არსებობისათვის.

1.1. პროგრამით ისარგებლებენ:

ა) ბენეფიციარები, რომლებიც აღრიცხულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 0-დან 65 001-მდეა;

ბ) ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 001-ზე მეტია, თუმცა მისი შემოსავალი ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გამცემი კომისიის გადაწყვეტილებით (ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის მიერ საკითხის შესწავლის საფუძველზე წარდგენილი დასკვნის გათვალისწინებით) მათი ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა აუცილებლობას წარმოადგენს მათი არსებობისთვის.

2. ბენეფიციარად რეგისტრაციისთვის განცხადებასთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტაციაა:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ბენეფიციართა იდენტიფიცირება განხორციელდება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მუდმივგანახლებადი მონაცემთა ბაზის საფუძველზე.

3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, თუ:

ა) ბენეფიციარმა პირადი განცხადებით მომართა აღნიშნულის შესახებ;

ბ) ბენეფიციარი თვის განმავლობაში ათი დღე არ სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და აღნიშნული არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით;

გ) ბენეფიციარი გარდაიცვალა.

4. უფასო კვება განხორციელდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოებული სიის მიხედვით.

5. სოციალური სერვისი – „სოციალური სამრეცხაო“ მიზნად ისახავს უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება