1. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ, უგზო-უკვლო დაკარგულ და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ მეომართა და ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პირთა ოჯახების დახმარება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით – თითოეულზე გაიცემა 300 (სამასი) ლარი;
2. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების გამო ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეების დახმარება ჩერნობილის დღესთან დაკავშირებით (26 აპრილი) – თითოეულზე გაიცემა 300 (სამასი) ლარი;
3. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილესთან გათანაბრებულ პირთა ფულად დახმარება 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით – თითოეულზე გაიცემა 500 (ხუთასი) ლარი.
4. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 1992-1993 და 1998 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ, უგზო-უკვლო დაკარგულ და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ მეომართა ოჯახების დახმარება 26 მაისის (საქართველოს დამოუკიდებლობის დღე) დღესასწაულთან დაკავშირებით – თითოეულზე გაიცემა 1000 (ათასი) ლარი;
5. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარება – თითოეულზე გაიცემა 1000 (ათსი) ლარი, აგვისტოს თვეში.
6. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ ვეტერანების დახმარება, 17 ოქტომბერს, ვეტერანის დღესთან დაკავშირებით – თითოეულზე გაიცემა 500 (ხუთასი) ლარი.
7. ფულადი დახმარება განხორციელდება ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზებიდა