1. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები 2006 წლიდან შპს „საქნახშირი“ შახტაში დაღუპულთა ოჯახები და დაშავებულ პირები (რომლებსაც ტრავმის შედეგად მიენიჭათ შშმ პირის სტატუსი) თვეში 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით, წელიწადში 6 თვის განმავლობაში (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, ნოემბერი და დეკემბერი);

1.1. კომუნალური გადასახადის გადახდა განხორციელდება ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზებიდან.

2. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, რომელთა ოჯახის სარეიტიგო ქულა 100 001 ქულამდეა, ყოველთვიურად 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.

2.1. კომუნალური გადასახადის გადახდა განხორციელდება ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზებიდან.

2.2. პროგრამით მოსარგებლემ საბიუჯეტო წლის იანვრისა და ივლისის თვეში ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურში უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ბენეფიციართა იდენტიფიცირება განხორციელდება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მუდმივგანახლებადი მონაცემთა ბაზის საფუძველზე.

3. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის, შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილ სამოქმედო გეგმაში (ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა) მითითებული ოჯახი, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, ყოველთვიურად არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) ლარისა.

4. წინამდებარე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პროგრამით ისარგებლებენ ბენეფიციარები, რომლებსაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზის გადამოწმების შედეგად კომპანიების მიმართ სააბონენტო ბარათზე აქვთ დავალიანება ან/და კრედიტი არაუმეტეს 20 (ოცი) ლარის