პროგრამის მოსარგებლენი არიან:
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მაცხოვრებელი მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი).
1.1. ფულადი დახმარება განისაზღვრება ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 40 (ორმოცი)ლარი.
1.2. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
ა) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები და რეგისტრაციის ბარათები;
გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ან ცნობა საცხოვრებელი ადგილის და ოჯახის შემადგენლობის შესახებ. დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ბენეფიციართა იდენტიფიცირება განხორციელდება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მუდმივგანახლებადი მონაცემთა ბაზის საფუძველზე.
1.3. სავალდებულოა დახმარების მიმღები მრავალშვილიანი ოჯახი (ორივე მშობელი და ბავშვები) რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები იყოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
1.4. პროგრამით ვერ ისარგებლებს ბენეფიციარი რომელიც სარგებლობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დახმარებით.
2. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მარტოხელა მშობელი.
2.1. ფულადი დახმარება განისაზღვრება ყოველთვიურად ერთ ბავშვზე 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით.
2.2. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
ა) ბავშვის ან ბავშვების დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლები;
ბ) მარტოხელა მშობლის დამადასტურებელი ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან;
გ) ბავშვის ან ბავშვების რეგისტრაციის ბარათ(ებ)ი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ან ცნობა საცხოვრებელი ადგილის და ოჯახის შემადგენლობის შესახებ. დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ბენეფიციართა იდენტიფიცირება განხორციელდება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მუდმივგანახლებადი მონაცემთა ბაზის საფუძველზე.
3. ოჯახები შვილის შეძენის შემთხვევაში.
3.1. ფულადი დახმარება განისაზღვრება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
3.2. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
ა) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი;
დ) ქალაქის და შესაბამისი სოფლის ამბულატორიის ოჯახის ექიმის ცნობა ბავშვის სამედიცინო აღრიცხვაზე აყვანის და ვაქცინაციის პირველი კურსის დასრულების შესახებ (სამედიცინო უკუჩვენების გათვალისწინებით);
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3.3. სავალდებულოა ახალშობილი და ორივე მშობელი იყოს რეგისტრირებული ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზ