1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დროებით საცხოვრებელი ადგილის (რეგისტრაციის) მქონე იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს და არიან სოციალური დახმარების მიმღები, ერთჯერადი სოციალური დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით;

2. დახმარების მისაღებად იძულებით გადაადგილებული ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) იძულებით გადაადგილებული პირის - (დევნილის) დამადასტურებელი მოწმობა;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტ