1. დახმარება გაიცემა:
ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელ პირებზე და მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატულ შშმ ვეტერანებზე წელიწადში ერთხელ, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
ბ) სოციალურად დაუცველი (0-დან 120 000 ქულამდე) ეტლით მოსარგებლისა და სხვა შეზღუდვის მქონე მკვეთრად გამოხატული შშმ პირისთვის და შშმ ბავშვისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების/ადაპტირების მიზნით 2000 (ორი ათასი) ლარის ფარგლებში.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა, ან მისი ოჯახის წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ბენეფიციარის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის, ან ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტი;
ე) ვეტერანის შემთხვევაში ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი, ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან;
ვ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან დოკუმენტი მხარდამჭერ პირად ცნობის შესახებ.
ზ) საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების/ადაპტირებისთვის განცხადება უნდა შეიცავდეს დაწვრილებით ინფორმაციას საჭიროებების თაობაზე, მას თან შესაძლოა ერთვოდეს საჭირო მასალის ან/და ინვენტარის ინვოისი, ამონაწერი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“. კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით.
3. განმცხადებელი შეიძლება იყოს ბენეფიციარი, მისი მშობელი, მეუღლე, შვილი, და/ძმა, ან მხარდამჭერი პირ