1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის, ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

ე) ნათესაური კავშირის/კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი/დოკუმენტები;

ვ) განმცხადებელი შეიძლება იყოს მშობელი, და, ძმა, ან კანონიერი წარმომადგენელ