1) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის დასკვნის, ასევე ბენეფიციარისათვის სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ მერის წარმომადგენლის წერილობითი რეკომენდაციის საფუძველზე კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისათვის იმ საჭიროებების მოგვარების უზრუნველსაყოფად, რომლებიც არ არიან გათვალისწინებულები აღნიშნული დადგენილებით და/ან აუცილებელია ზემოთხსენებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება მაქსიმუმ 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
2) მერიაში წარსადგენი დოკუმენტები:
ა) დუშეთის მუნიციალიტეტში რეგისტრირებული ბავშვიანი ოჯახის სრულწლოვანი წარმომადგენლის განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი / დაბადების მოწმობა / პასპორტი ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;
გ)საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;
დ) მერის წარმომადგენლის წერილობითი რეკომენდაცია სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ;
ე) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის დასკვნა სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახე