1. თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომლებიც ჩართულნი არიან დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში, მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას.
2. დახმარება გაიცემა თვეში ერთხელ 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი/ პასპორტი /იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;
გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ( ID ბარათი ან პასპორტი/იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100/ა), რომელიც გაცემულია იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურება;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
4. თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების შეწყვეტის საფუძველია ქრონიკული დიალიზის გაგრძელების არარსებობის დადასტურებ