1. უფასო სასადილოს ფუნქციონირებას ახორციელებს ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“.

2. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი მომსახურება ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე 130 (ას ოცდათი) პირის დღეში ერთხელ (გარდა კვირა დღისა) სამკომპონენტიანი სადილით უფასო კვებას.

3. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებად განისაზღვრონ პირები, რომლებიც 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით სარგებლობენ უფასო სასადილოს მომსახურებით. ახალი ბენეფიციარების დამატება  მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

ა) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა პენსიონერები (ამ პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა პენსიონერი არის პირი, რომელსაც არ ყავს შვილები და/ან მარჩენალი);

ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებსაც არ აქვთ საკვების შეძენის საშუალება და  რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 120 000-ის ჩათვლით მოქმედი სარეიტინგო ქულით;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

დ) პირები, რომლებსაც წერილობით რეკომენდაციას გაუწევენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მუშაკები სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ.

4. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოს მომხმარებელთა კონტინგენტი განისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

5. წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი / დაბადების მოწმობა / პასპორტი  ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;

გ)ამონაწერი სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში;

დ) მერის წარმომადგენლის წერილობითი რეკომენდაცია ბენეფიციარისათვის სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ, ასევე ამ მუხლის მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში დამატებით მისი მოხსენებითი ბარათი პენსიონერის მარტოხელობის შესახებ;

ე) ამ მუხლის მესამე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – შშმ პირებისთვის საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან  პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების შესახებ;

ვ) ამ მუხლის მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მუშაკის წერილობითი რეკომენდაცია ბენეფიციარისათვის სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ.

6. უფასო სასადილოთი მიმსახურების უფლება შეუწყდება ბენეფიციარს:

ა) გარდაცვალების შემთხვევაში;

ბ) რეგისტრაციის ადგილის შეცვლის (სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის) შემთხვევაში;

გ) პირადი განცხადებით;

დ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში  სასადილოში გამოუცხადებლობისას იმ შემთხვევაში, თუ უფასო სასადილოს ხელმძღვანელის შეტყობინების საფუძველზე სოციალური მუშაკი ბენეფიციართან ვიზიტის შემდეგ დაადგენს აღნიშნული ფაქტის მიზეზს და გასცემს წერილობით თანხმობას მისთვის მომსახურების შეწყვეტის თაობაზე.

7. ა(ა)იპ-ის „დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“ ხელმძღვანელი ბენეფიციარისათვის მომსახურების შეწყვეტის თაობაზე წერილობით აცნობებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერ