1. სამედიცინო-დიაგნოსტიკური კვლევები (მათ შორის ექიმის კონსულტაცია) უფინანსდებათ:
ა)ონკოდაავადებების მქონე მოქალაქეებს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მოქალაქეებს, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 120 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, 80 წელს გადაცილებულ პირებს, ასევე იმ პირებს, რომლებსაც წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ესაჭიროებათ შშმ პირის სტატუსის დასადგენი დიაგნოსტირება – არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა;
ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ყველა სხვა კატეგორიის მოქალაქეებს – არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა.
2. მოქალაქეზე (ბენეფიციარი) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება, რომელსაც იგი წარადგენს სამკურნალო დაწესებულებაში.
3. ადმინისტრაციული დაპირება გაიცემა იმ პირობით, რომ ბენეფიციარს მომსახურება გაეწევა დოკუმენტის შედგენიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილი იქნება მომსახურების დასრულებიდან მაქსიმუმ 2 (ორი) თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციული დაპირებაში მითითებული თანხა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღარ ანაზღაურდება.
4. მოქალაქეს, რომელსაც სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების გარეშე და არ შეუძლია სამედიცინო მომსახურების დავალიანების დაფარვა, ჩატარებული მომსახურებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღისა დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში თანხა შეიძლება გადაერიცხოს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ანგარიშზე.
5. ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებიდან ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოქალაქეები დახმარებას მიიღებენ წელიწადში ორჯერ, ხოლო დანარჩენი კატეგორიის ბენეფიციარები –წელიწადში ერთხელ.
6. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ბენეფიციარის და/ან მისი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი/ დაბადების მოწმობა/პასპორტი ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;
გ) სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა № IV-100/ა; ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი; საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული მიმართვის ასლი დაფინანსების შესახებ (არსებობის შემთხვევაში) ან/და სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
დ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – შშმ პირებისთვის საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების შესახებ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირთათვის ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ, ხოლო მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირისთვის – სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსარგებლემ უნდა წარმოადგინოს დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი სამკურნალო დაწესებულებიდან ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ არსებული დავალიანების მითითებით.
7. დაფინანსებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნევა პირის გარდაცვალება, ასევე, თუ განცხადების შესწავლისას დადგინდება, რომ პირს უკვე გადახდილი აქვს სამედიცინო მომსახურების ღირებულებ