1. სამედიცინო და სოციალური  პროგრამების  დასახელება

ა) სამედიცინო-დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსება;

ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეთა ოპერაციებისა და მკურნალობის დაფინანსება;

გ) მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა, პალიატიური ზრუნვის საჭიროების მქონე ბენეფიციარების მედიკამენტებითა და მოვლის საშუალებებით უზრუნველყოფა;

დ) სარიტუალო მომსახურების დაფინანსება;

ე) უფასო სასადილოს დაფინანსება;

ვ) ერთჯერადი სოციალური დახმარება;

ზ) სტიქიური  უბედურებებისა და ხანძრის შედეგად  დაზარალებული მოსახლეობის  დახმარება;

თ) დევნილთა  სოციალური დახმარება;

ი) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ყოველთვიური ფინანსური დახმარება;

კ) საქართველოს წითელი ჯვრის ხელშეწყობის პროგრამა;

ლ) დღის ცენტრით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა;

მ) ბავშვთა და ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამა;

ნ)მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ხანდაზმული მოქალაქეების მხარდაჭერის პროგრამა;

ო) დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უსახლკარო პირის/ოჯახის სტატუსის მქონეთა, ასევე „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მსხვერპლთა ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა.

2. პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებით მოსარგებლე პირები არიან:

ა) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები  და იძულებით გადაადგილებული ის პირები, რომელთა დევნილის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტში არსებული რეგისტრაციის მისამართი არის დუშეთის მუნიციპალიტეტი, თუ ამ დადგენილებით სხვაგვარად არაა განსაზღვრულ