1. ერთჯერადი სოციალური  დახმარება გაეწევათ:

ა) ეკონომიკურად გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 65001-დან 120 001 – მდე სარეიტინგო ქულა წელიწადში ერთხელ 100 ლარის ოდენობით;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს (მათ შორის, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები) და მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სრულწლოვან პირებს – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

გ) მოქალაქეებს, რომლებმაც ითავეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარდაცვლილი მარტოხელა მიცვალებულის დაკრძალვა. მათ დახმარება გაეწევათ პირის გარდაცვალებიდან ერთი თვის განმავლობაში – 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ მხცოვან მოქალაქეებს (90-დან 100 წლამდე) 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო უხუცესებს, რომელთაც შეუსრულდათ ასი და მეტი წელი  –  1000 (ათასი)  ლარის ოდენობით;

ე)  ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ პირველი  და მეორე შვილი – 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ტყუპების შეძენის შემთხვევაში,  რიგითობის მიუხედავად, თითოეულ შვილზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით. თანხა გაიცემა შეძენიდან ორი თვის ვადაში;

ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მრავალშვილიან (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახებს –  400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;

ზ) სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში „კოდი 417-ით“ რეგისტრირებულ ვეტერანებს, მათი იურიდიული მისამართის გათვალისწინების გარეშე. დახმარების გასაწევად ვეტერანთა რეესტრი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ წერილობითი სახით თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად;

დახმარება გაეწევათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის  საბრძოლო  მოქმედების  დროს   დაღუპულ  მებრძოლთა  ოჯახებს (აფხაზეთი), ასევე საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრების ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მარჩენალდაკარგულის სტატუსი (2 ივლისს), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების   ვეტერანებსა  და  მათთან გათანაბრებულ  პირებს (8 აგვისტოს), სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს და სამხედრო ძალების ვეტერანებს (სააღდგომოდ) – 100  (ასი)  ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ;

თ) ჰიპერფენილალანემიით (ცელიაკია), ფენილკეტონურიით, აპოქონდროპლაზიით  და მუკოვისციდოზით  დაავადებულ პირებს ერთჯერადად წელიწადში ერთხელ – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

ი) სტუდენტებს, რომელთაც გარდაცვლილი ყავთ ერთ-ერთი ან ორივე მშობელი, ან რომელიმე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება ან ფლობს მარტოხელა მშობლის სტატუსს და ამავდროულად მინიჭებული აქვთ 120 000 და  ნაკლები სარეიტინგო ქულა – 1200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით;

კ) საქართველოს სახელმწიფო აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო პროგრამების წარჩინებულ სტუდენტებს, შედეგების მიხედვით შემდეგი სქემით:

(კ.ა) „B“ შეფასებით – 800 (რვაასი) ლარით;

( კ.ბ ) „A“ შეფასებით – 1200 (ათას ორასი) ლარით.

შენიშვნა: დაინტერესებულმა პირმა დუშეთის მუნიციპალიტეტს უნდა მიმართოს გაზაფხულის სემესტრის შეფასებიდან არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა, ხოლო შემოდგომის სემესტრის შეფასებიდან არაუგვიანეს 1 აპრილისა;

ლ) ჟანგბადის აპატარით (კონცენტრატორით) მოსარგებლე პირებს, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ფორმა №100/ა-ს საფუძველზე საჭიროებენ ოქსიგენო თერაპიას,  წელიწადში  ერთხელ  300 (სამასი) ლარის ოდენობით;

მ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირს, რომელსაც ყავს არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი – 300 (სამასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ;

ნ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მსხვერპლს – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ;

ო) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა და ოჯახის სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, 0-1 წლამდე ასაკის ბავშვების ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველსაყოფად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ის ჩათვლით მოქმედი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ ოჯახებს – 100 (ასი) ლარის ოდენობით. სოციალური მუშაკი ქვეპროგრამაში ვერ ჩართავს იმ ოჯახებს, რომლებიც უკვე სარგებლობენ სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გაცემული კვების ვაუჩერით.

2. ერთი ბენეფიციარის მიერ წლის განმავლობაში ამ მუხლით განსაზღვრული ქვეპროგრამებით სარგებლობა შეზღუდულია შემდეგი წესით:

ა) ბენეფიციარები, რომლებიც ერთდროულად აკმაყოფილებენ პირველი პუნქტის „ა“-„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რამოდენიმე ქვეპროგრამის კრიტერიუმებს, დახმარებას მიიღებენ მაქსიმუმ ორი ქვეპროგრამის ფარგლებში;

ბ) სტუდენტები, რომლებიც ერთდროულად აკმაყოფილებენ პირველი პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დაფინანსდებიან მხოლოდ ერთი ქვეპროგრამის ფარგლებში;

გ) „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ.

3. მერიაში წარსადგენი დოკუმენტები:

ა) მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის გარდა, ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი/ დაბადების მოწმობა / პასპორტი  ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;

გ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის  „ა“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოქალაქემ სოციალური მომსახურების სააგენტოდან უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, მოქალაქემ, რომელმაც ითავა მარტოხელა გარდაცვლილის დაკრძალვა,  მერიაში დამატებით უნდა წარადგინოს – გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობის ასლი (ან გამონაკლის შემთხვევაში რაიმე სახის დოკუმენტი, რაც დაადასტურებს პირის გარდაცვალებას), რომელსაც დაერთვება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;

ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით პირველი, მეორე ან მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში – ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან  ბავშვის დაბადების რიგითობის შესახებ;

ზ)  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – ყველა შვილის დაბადების მოწმობის  ასლი ან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) ამ მუხლის პირველი პუნქტის “თ“, „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, ასევე  ფორმა № IV-100/ა. „ო“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ფორმა № IV-100/ა-ში მითითებული უნდა იყოს ბავშვის ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველსაყოფის საჭიროების შესახებ;

ი) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნას წერილობითი  სახით  ვეტერანთა რეესტრი თანდართულ დოკუმენტაციასთან (თითოეული ვეტერანის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ვეტერანის მოწმობის ასლი და საბანკო ანგარიშის ნომერი) ერთად;

კ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, ასევე, მშობლის ან/და მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლ(ებ)ი, მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი  ან მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება, ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომ ბენეფიციარი ნამდვილად არის მოქმედი სტუდენტი, სტუდენტის დაბადების მოწმობის ასლი;

ლ) ამ  მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, სტუდენტის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი;

მ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან  პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების შესახებ, შშმ ბავშვის მინდობით აღზრდაში ყოფნის შემთხვევაში – ასევე საოქმო გადაწყვეტილება ბავშვის მინდობით აღზრდაში ყოფნასთან დაკავშირებით;

ნ) ამ  მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, ასევე, მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ო) ამ  მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – შემაკავებელი ან დამცავი ორდერის ქსეროასლი და/ან ცნობა ძალადობის მსხვერპლის შესახებ შინაგან საქმეთა უწყებიდან ან/და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებული ქალთა მიმართ ძალადობისა და/ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფისგან;

პ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შემთხვევაში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მუშაკის დასკვნა ბენეფიციარისათვის სოციალური დახმარების მიღების აუცილებლობის შესახებ;

ჟ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ცნობა ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრიდან“ ჟანგბადის აპარატის (კონცენტრატორის) ხელმისაწვდომობის თაობაზე.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბენეფიციარის/მისი წარმომადგენლის პირად საბანკო ანგარიშზე.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზ