1. ამ პროგრამით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სარგებლობენ საგურამოს შშმ ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის „იალონის“ მომსახურებით. აღნიშნულ ცენტრში მათი ტრანსპორტირების ხარჯებს აფინანსებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია.
2. პროგრამაში ჩასართავად მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის წერილობითი განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID ბარათი/ დაბადების მოწმობა/პასპორტი ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი;
გ) ბენეფიციარის შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) „იალონიდან“ წარმოდგენილი ცნობა ბენეფიციარის მიერ დღის ცენტრით სარგებლობასთან დაკავშირები