1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუნიციპალიტეტის არაელექტრიფიცირებულ დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს, რომელთა წევრებსაც მინიჭებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი;.
2. დახმარების (ფოტოელექტრული პანელები, დამაგროვებელი ელემენტი და ა.შ) მისაღებად, პროგრამით სარგებლობის სურვილის მქონე ოჯახის სრულწლოვანმა წარმომადგენელმა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მომართოს შემდეგი დოკუმენტაციით:
2.1. წერილობითი განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე.
2.2. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2.3. ცნობა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ;.
3. დუშეთის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა მოხსენებითი ბარათით უნდა დაადასტუროს მაძიებელი ოჯახის არაელექტრიფიცირებულ დასახლებაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და მაძიებელი ოჯახისთვის მზის პანელის მიღების აუცილებლობა.
4. წარდგენილ დოკუმენტაციას შეისწავლის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
5. თუ დოკუმენტები სრულყოფილად არის წარდგენილი და განმცხადებელი აკმაყოფილებს წარდგენილ მოთხოვნებს, სოციალური სამსახური მიმართავს მუნიციპალიტეტის მერს მოხსენებითი ბარათით და წარუდგენს შესაბამისი გადაწყვეტილების (ბრძანების) პროექტს.
6. მერი კანონით დადგენილი წესით, ბრძანების სახით იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარი ოჯახისათვის ფოტოელექტრული სისტემის შესყიდვის, მიწოდების და მონტაჟის თაობაზე.